ჯასტინ ბიბერმა თაყვანისმცემლებს საშობაო სიურპრიზი გაუკეთა

104

ჯასტინ ბიბერმა თაყვანისმცემლებს საშობაო სიურპრიზი გაუკეთა. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში მომღერალი ამბობს, რომ 2020 წელს სცენას დაუბრუნდება და მუსიკალურ ტურნესაც გამართავს. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, კანადელი მომღერალი ახალ სატელევიზიო დოკუმენტურ სერიალში გამოჩნდება. ცნობისთვის, ჯასტინ ბიბერმა მუსიკალური პაუზა 2017 წელს აიღო.