ოთარ თაქთაქიშვილის 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება

171

26 დეკემბერს, 19:00 საათზე თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში, კომპოზიტორ ოთარ თაქთაქიშვილის 95 წლის იუბილეს აღსანიშნავად კონცერტი გაიმართება.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, კონცერტზე შესრულდება ოთარ თაქთაქიშვილის ნაწარმოებები. მუსიკალურ ღონისძიებაში მონაწილეობენ: თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტები, გუნდი და ორკესტრი და ანსამბლი “რუსთავი”. დირიჟორია ზაზა აზმაიფარაშვილი.