ემი უაინჰაუსის ნივთები მსოფლიო ტურნეში მიემგზავრებიან

318

გამოფენა “Beyond Black — The Style of Amy Winehouse” ლოს–ანჯელესის “გრემის” მუზეუმში 2020 წლის 17 იანვარს გაიხსნდება. გავრცელებული ინფორმაციით ექსპოზიციაში წარმოდგენილი იქნება გარდაცვლილი მუსიკოსის ყველაზე ცნობილი კოსტუმები. ტანსაცმელის გარდა, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ფეხსაცმელი, სამკაულები, აქსესუარები, ჩანაწერები, სტატიები, ოჯახის არქივის ვიდეო–ჩანაწერები და ბევრი სხვა.

გამოფენა ლოს–ანჯელესში 13 აპრილამდე გასტანს, ხოლო შემდეგ მსოფლიო ტურნეში გაემგზავრება. მისი ნახვა შესაძლებელი იქნება ჩილეში, ლონდონსა და ირლანდიაში.

2021 წელს ნივთები ბევერლი–ჰილზში დაბრუნდება და აუქციონის წესით გაიყიდება. აუქციონის შედეგად გამომუშავებული თანხა ემი უაინჰაუსის ფონდში გგადაირიცხება.