საპატიო “გრემი” იგი პოპმა მიიღო

719

აშშ–ის ხმისჩამწერმა აკადემიამ საპატიო “გრემის” მფლობელთა სია გამოაქვეყნა.

პრემია გადაეცემა იგი პოპს, Public Enemy–ს, Chicago–ს, ჯონ პრაინს, რობერტა ფლეკს, აიზეკ ჰეიზსა და როზეტა ტარპს.

“ყოველ წელს აკადემიას აქვს პატივი დააჯილდოვოს იმ ადამიანთა ჯგუფი, რომლებმაც ჩვენი კულტურის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს”, – განაცხადა აკადემიის პრეზიდენტმა დებორა დუგანმა.

დაჯილდოების ცერემონია 2020 წლის 18 აპრილს პასადენაში გაიმართება.