„ევროვიზია 2019“-ის ტრიუმფატორი ქვეყანა ცნობილია

388

მაყურებლისა და ჟიურის გადაწყვეტილებით „ევროვიზია 2019“-ის გამარჯვებული ქვეყანა ნიდერლანდები გახდა. ქვეყანამ ჯამში 492 ქულა მოაგროვა და პირველ ადგილზეც გავიდა. რაც იმას ნიშნავს, რომ 2020 წელს ევროფესტივალი სწორედ ნიდერლანდებში ჩატარდება.

ფინალურ შოუში სულ 26 ქვეყანა მონაწილეობდა. დაძაბულ და კონკურენტულ გარემოში ნიდერლანდების წარმომადგენელმა დუნკან ლორენსმა, ჯიურისა და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა.  

შეფასების პირველ ეტაპზე, 41 ქვეყნის ჯიურის მიერ დაწერილი ქულების მიხედვით, ნიდერლანდები 231 ქულით მე-3 პოზიციას იკავებდა, მე-2 ადგილზე მაკედონია იყო, ხოლო პირველზე შვედეთი.

თუმცა, მაყურებლის ხმათა უმრავლესობით ნიდერლანდებმა პირველ ადგილზე გადაინაცვლა და „ევროვიზია 2019“-ის გამარჯვებული ქვეყანა გახდა.

საბოლოო შეფასებით, საუკეთესო ხუთეული ასე გამოიყურება:

ნიდერლანდები – 492ქულა;

იტალია – 465 ქულა;

რუსეთი – 369 ქულაა;

შვეიცარია – 360 ქულა

ნორვეგია – 338 ქულა.