ჯონ ლენონის მრგვალი სათვალე აუქციონზე გაიყიდა

118

ჯონ ლენონის მრგვალი სათვალე აუქციონ Sotheby’s–ის ფარგლებში 137,5 ათას ფუნტ სტერლინგად გაიყიდა.

ლოტი გასაყიდად რინგო სტარის მძღოლმა, ალან ჰერინგმა გაიტანა. 1968 წელს ლენონს სათვალე ავტომობილში დარჩა, რის შემდეგაც ის ჰარინგს ჰქონდა.

წინასწარი შეფასებით სათვალე 6–8 ათას ფუნტად უნდა გაყიდულიყო.