რამინ და მაია მიქაბერიძეებს ვარსკვლავს გაუხსნიან

319

17 დეკემბერს, 20:00 საათზე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში, ქართული ხალხური სიმღერის ერთ – ერთი გამორჩეული მოამაგის, მომღერლისა და ლოტბარის, არა ერთი ნიჭიერი თაობის აღმზრდელის, კორიფეთა შორის უდაოდ საპატიო ადგილის მქონე, საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლ „რუსთავის“ „ოქროს თაობის“  თვალსაჩინო წარმომადგენლის და ანსამბლის ჭეშმარიტი მემატიანის, ცნობილი მომღერლის ჰამლეტ გონაშვილის უცვლელი პარტნიორის, რამინ მიქაბერიძის და ამავდროს მისი ქალიშვილის მაია მიქაბერიძის ვარსკვლავის გახსნისა და შემოქმედებისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება. ინფორმაციას კულტურისა და ხელოვნების განვითარების კავშირი „არტ-ფოლკი“ ავრცელებს.

მაია მიქაბერიძე ანსამბლ „მართვეს“ პირველი თაობის ერთადერთი სოლისტი გოგონა იყო, ჩამოაყალიბა ბავშვთა ფოლკლორული გუნდი „საგალობელი“, რომელიც დღემდე აქტიურ საკონცერტო მოღვაწეობას ეწევა, იყო გოგონათა გუნდ „მანდილის“ ხელმძღვანელი, ქ. ბათუმის ბავშვთა სახელმწიფო ფოლკლორული გუნდის დირიჟორი, დღემდე შ. რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის დრამის ფაკულტეტის სამუსიკო მიმართულების ხელმძღვანელი, ასოცირებული პროფესორი, ვ. სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის სამუსიკო სემინარიის გუნდის დირიჟორი, ჩამოაყალიბა ფოლკლორული გუნდი „პატრიარქის ნათლულები“, არის საპატიო ჯილდო ,,ღირსების ორდენი“-ს მფლობელი და ხუთი შვილის დედა.

ღონისძიებაზე მონაწილეობენ:

საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,ერისიონი“;

ქართული ხალხური სიმრერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,რუსთავი“;

აფხაზეთის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლი ,,აფხაზეთი“;

მიქაბერიძეების ოჯახი;

გუნდი „პატრიარქის ნათლულები“;

გუნდი „საგალობელი“;

ბავშთა ფოლკლორული გუნდი;

ანსამბლი „მძლევარი“;

ფოლკლორული გუნდი „ბიჭუნები“;

ანსამბლი „მართვე“;

ფოლკლორული ანსამბლი „ჩოხოსნები“;

ვაჟთა ფოლკლორული ანსამბლი „ერქვანი“.