ოზი ოსბორნი მოპარული გიტარის მპოვნელს დაასაჩუქრებს

706

მუსიკოსი ოზი ოსბორნი თავისი მეგობრის, რენდი როადსის გიტარის მპოვნელს ან დამბრუნებელს დიდ ფულად ჯილდოს ჰპირდება. მომღერალი მზადაა 25 ათასი დოლარი გადაიხადოს მოპარული გიტარის დაბრუნებაში.

1982 წელს ავიაკატასტროფაში დაღუპული მუსიკოსის პირადი ნივთები მუსიკალური სკოლიდან მადლიერების დღეს მოიპარეს.

“გული ძალიან მეტკინა, რადგანაც ოჯახს მოპარეს ფასდაუდებელი ნივთები, ამიტომ გადავწყვიტე მათი ადგილსამყოფელის შესახებ ნებისმიერ ინფორმაციაში 25 ათასი დოლარი გადავიხადო”, – აცხადებს ოსბორნი.