ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები დაასახელეს

126

ლოს-ანჯელესში „ოქროს გლობუსის“ ნომინანტები გამოაცხადეს. ცერემონია 2020 წლის 5 იანვარს გაიმართება. რიგით 77-ე ცერემონიაზე, სხვადასხვა ნომინაციაში წარდგენილთა სია ასეთია:

ნომინაციაში „საუკეთესო კომედიური ფილმი“ ოქროს გლობუსისთვის ფილმები  „ერთხელ ჰოლივუდში“, „მე მქვია დოლემაიტი“, „კურდღელი ჯოჯო“, „დანები“ და „როკეტმენი“ იბრძოლებენ.

ნომინაციაში „ქალის როლის საუკეთესო შემსრულებელი“ მხატვრულ ფილმში – დრამა წარდგენილნი არიან: სინტია ერივო- Harriet, სკარლეტ იოჰანსონი- Marriage Story, სირშა რონანი-Little Women, შარლიზ ტერონი-Bombshell, რენე ზელვეგერი-Judy.

ნომინაციაზე „საუკეთესო დრამატული სერიალი“ წარდგენილია: „მემკვიდრეები“, „დიდი პატარა ტყუილები“, „ევას მკვლელობა“ და „დილის შოუ“.

რაც შეეხება „საუკეთესო კომედიური სერიალის“ კატეგორიას, ოქროს გლობუსის მოსაპოვებლად „ბარი“, „კომინსკის მეთოდი“, „პოლიტიკოსი“, „გასაოცარი მისის მეიზელი“ და Fleabag იბრძოლებენ, ხოლო საუკეთესო მინისერიალის ნომინაციაზე წარდგენილია  „ჩერნობილი“.