„მარადიული რომი: ქანდაკების 2000 წელი, ანტიკურ ხელოვნებასა და ნეოკლასიციზმს შორის“

242

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და იტალიის საელჩო საქართველოში, კაპიტოლიუმის მუზეუმებისანტიკური მოზაიკის შემდეგ, წარმოგიდგენთ ექსპოზიციას „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან”.

2019 წლის 11 დეკემბრიდან 2020 წლის 29 თებერვლამდე, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გამოფენილი იქნება 33 სკულპტურული ნამუშევარი, რომელიცწარმოაჩენს ქანდაკების მხატვრული თუ სტილისტური განვითარების ეტაპებს რომის რესპუბლიკის ხანიდან ნეოკლასიციზმის ეპოქამდე.

დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება, იხილოს ძვ.წ.აღ. I საუკუნიდან XVIII საუკუნემდე შექმნილი ხელოვნების ნიმუშები, გაეცნოს იმდროინდელი მასალის მრავალფეროვნებას და აღმოაჩინოს „მსოფლიო დედაქალაქის” (Caput Mundi) მარადიული ხიბლი. გამოფენაზე წარმოდგენილიიქნება ქანდაკების თითქმის ორი ათასი წლის ისტორია, მარმარილოში, ალებასტრსა თუ პორფირში გამოკვეთილირომაელთა სახეები და ასევე, ანტიკური მითოლოგიის პერსონაჟები თუ ქრისტიანობის მთავარი ფიგურები.

ექსპოზიცია „მარადიული რომი. რომაული ქანდაკების შედევრები დინო და ერნესტა სანტარელის ფონდიდან” პროგრამა “Vivere ALL’italiana”-ს ნაწილს შეადგენს და ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული იტალიური გამოფენების (მათ შორის, ბოტიჩელის, ლეონარდო და ვინჩის, მიქელანჯელოს, ტიციანის და რენესანსის ეპოქის სხვა გენიალური მხატვრების, ბერნინისა და ბაროკოს დიდოსტატების, ჩრდ. იტალიის მხატვრობის ძირითადი სკოლების წარმომადგენლების, თანამედროვე მხატვრების და მათ შორის, ჯორჯო დე კირიკოს შედევრების, ასევე, კარავაჯოსა და ლეონარდოსადმი მიძღვნილი გამოფენების) გაგრძელებაა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ იტალიური ექსპოზიციები 240.000-ზე მეტმა დამთვალიერებელმა იხილა.

აღნიშნული გამოფენა ორი ქვეყნის ინსტიტუციებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის შედეგია. იტალიური მხრიდან: იტალიის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის სამინისტრო, იტალიის საელჩო თბილისში და „დინო და ერნესტა სანტარელის ფონდი”, ქართული მხრიდან კიგანათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. გამოფენებიმომზადდა იტალიურ კომპანია Glocal Project Consulting-თან თანამშრომლობით.

გამოფენის ხანგრძლივობა: 11 დეკემბერი, 2019 – 29 თებერვალი, 2020

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ. 11