Forbes-მა ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსები დაასახელა

194

Forbes-ის 2019 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მუსიკოსების რეიტინგის პირველი ადგილი ტეილორ სვიფტმა დაიკავა. გამოცემის ცნობით, მან წელიწადში 185 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

მეორე ადგილი რეპერ კენიე უესტს ერგო, რომლის შემოსავალმაც 150 მილიონი დოლარი შეადგინა. მესამე საპატიო ადგილზე კი ედ შირანი (110 მილიონი დოლარი) მოხვდა. მეექვსე ადგილი ბეიონსემ და ჯეი-ზიმ გაინაწილეს.

მეოთხე ადგილი ჯგუფ The Eagles-ს შეხვდა, ხოლო მეხუთეზე მომღერალი ელტონ ჯონია.