„ხალხური რეწვის მოამაგენი“ – მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ღონისძიება გაიმართება

437

18 მაისს, 20:00 საათზე, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი, მუზეუმების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებითღონისძიებას მართავს, რომელიც მიეძღვნება მუზეუმის ერთ-ერთი ფუძემდებლისა და ხალხური შემოქმედების მკვლევარის – არტემ გაბუნიას (1895-1940) და მისი მეუღლის, მხატვარი ბარბარე (ვარვარა) ბებუთოვა-გაბუნიას (1891-1971) მოღვაწეობას. ინფორმაციას, ხალხური და გამოყენებითი ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმი საკუთარ Facebook გვერდზე ავრცელებს.

ღონისძიება მოიცავს გამოფენის გახსნას, ანიმაციის ჩვენებასა და საგანმანათლებლო პროგრამას ბავშვებისთვის.

გამოფენაზე “ხალხური რეწვის მოამაგენი – მივიწყებული სახეები“ წარმოდგენილი იქნება არტემ გაბუნიას მიერ მუზეუმისთვის გადმოცემული ნაქარგობის ნიმუშები, ბარბარე (ვარვარა) ბებუთოვა-გაბუნიას მიერ შესრულებული ჩანახატები და მათ მიხედვით შექმნილი ნიმუშები (სუფრები, სამოსის აქსესუარები და ა.შ.), რომლებიც მუზუემის კოლექციაშია დაცული.

18 მაისს, ღონისძიებასთან „ღამე მუზეუმში“ დაკავშირებით მოხდება ბარბარე ბებუთოვა-გაბუნიას მიერ შესრულებული ჩანახატების ანიმაციის ჩვენება ღამე, მუზეუმის შიდა ეზოში.

ბავშვებისთვის ეროვნული სამოსის დღესთან დაკავშირებით ჩატარდება საგანმანათლებლო პროგრამა: „შექმენი ეროვნული სამოსის აქსესუარი“.