მარიამ ხაჭვანი: სვანეთში საერთაშორისო კინოფესტივალს ჩავატარებ

329

საკუთარი კუთხის პოპულარიზაციისა და არსებულ პრობლემებზე სასაუბროდრეჟისორ მარიამ ხაჭვანისთვის, ფილმების გადაღება საუკეთესო საშუალება აღმოჩნდა. ფიქრობს, რომ ფილმს, ისევე, როგორც წიგნს საზოგაოების ცნობიერების შეცვლა, ხოლო ფილმის გადასაღებად სწორად შერჩეულ ლოკაციებს ტურისტების მოზიდვა შუძლია. ეს არის კარგი საშუალება შენი ქვეყანა მსოფლიოს უკეთ გააცნო.33 წლის რეჟისორს სვანეთში არაერთი ფილმი აქვსგადაღებული, მათგან ყელაზე რეზონანსული „დედე“ აღმოჩნდა. ფილმი, რომელიც სვანეთში არსებულ ტრადიციაზე მოგვითხრობს, 100-ზე მეტ ფესტივალზე მიიწვიეს. აღსანიშნავია, რომ ამ ფილმის ნახვის შემდეგ ჩინეთიდან, სპეციალურად სვანეთის სანახავად ტურისტები ჩამოვიდნენ.მარიამი ახლა სვანეთში საერთაშორისო კონოფესტივალის ჩატარებას აპირებს. რა ეტაპზეა კინოფესტივალის სამზადისი და საპასუხისმგელოა თუ არა ფილმების გადაღება? რეჟისორი მარიამ ხაჭვანი allart.ge-ს ესაუბრა.

– მარიამ, როდის გაიმართება სვანეთში საერთაშორის კინოფესტივალი?

– მომავალ წლის ზაფხულში, 20-27 ივლისისთვის სვანეთში კინოფესტივალის გამართვასვაპირებ. თვადაპირველად იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი, შემდეგ კი ნელ-ნელა დაემატება სხვადასხვა პლატფორმები – სრულმეტრაჟიანი, ანიმაცია, დოკუმენტური. გარდა ამისა, მინდა სცენარის განვითარების ლაბის გაკეთება, თუმცა ახლა მთავარია, რომ პირველად ჩავატარო ეს მოკლემატრაჟიანი ფილმების ფესტივალი.ფინანსური კუთხით ბოლო ეტაპზე ვარ. ფესტივალის მთავარი პარტნიორი უცხოური ფონდია, თუმცა ახლაც  ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს სხვადასხვა ორგანიზაციებთან. იმედი მაქვს ბევრ მხარდამჭერს შევიძენთ და მომავალში უფრო მასშტაბური ფესტივალის ჩატარებას შევძლებ.

– რატომ გადაწყვიტე მაინცდამაინც სვათეში ჩაატარო კინოფესტივალი?

– დაახლოებით 10 წლის წინ, რაც კინოში დავიწყე მოღვაწეობა, მას მერე მაქვს ეს იდეა. ძალიან მინდოდა ყოფილიყო სვანეთის კონოფესტივალი. ვფიქრობ, საქართველოს ეს კუთხე ლამაზი და საინტერესოა. მითუმეტეს ბოლო პერიოდში, სვანეთი უფრო განვითარდა. მაღალი დონის სასტუმროები გაკეთდა. მთლად კარგად არ არის გაკეთებული, მაგრამ მაინც შესაძლებელია, რომ აქ ჩავატაროთ ფესტივალი.

– საპასუხისმგებლოა თუ არა ფილმების გადაღება?

– რა თქმა უნდა საპასუხისმგებლოა. იმიტომ, რომ კარგ ფილმს საზოგადოების ცნობიერების შეცვლა შეუძლია. ფილმებს უარავი ადამიანი უყურებს და ამიტომ აუცილებელია მაქსიმალურად ობიექტური იყო, რადგან ყველა ისტორიას აქვს დადებითი და უარყოფითი მხარე და მე ვცდილობ ორივე მხარეს თანაბრად გავუსვა ხაზი. საჭიროა სწორი რეჟისურის გაკეთება, ამბის სწორად გადმოცემა, ასევე ძალიან მნიშვნელოვანიაგადაღების დროს ლოკაციების შერჩევა, რომ საქართველო კიდევ უფრო ლამაზად წარმოაჩინო.მაგალითად, როცა კარგ ფილმს ნახულობს ბევრი ადამიანი, მერე ყველას უნდა ამ ქვეყანაში ჩასვლა და იმ ადგილების ნახვა, სადაც ესა თუ ის ფილმი გადაიღეს, რაც ტურიზმისთვისაც კარგია. ფილმი ქვეყანასა ბევრ რამეში ეხმარება.

– შენი, რომელიმე ფილმი უცხოელებისთვის თუ გამხდარა სვანეთში სტუმრობის მიზეზი?

– კი, ეს იყო ფილმი „დედე“, რომელიც 100-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე მიიწვიეს, მათ შორის ჩინეთშიც. ფილმმა დიდი მოწონება დაიმსახურა და არაერთი ჯილდო გვაქვს მოპოვებული.მახსოვს უშგულში ვისვენებდი და „დედეს“ ჩვენება მოვაწყეთ, სრულიად მოულოდნელად ჩინელი ტურისტები შემოვიდნენ, რომლებსაც თურმე ჩემი ფილმი ნანახი ჰქონდათ და როცა გაიგეს, რომ ეს ჩემი გადაღებული იყო ძალიან გაუხარდათ. იმ დროს ფილმის მთავარი გმირებიც უშგულში იმყოფებოდნენ და ამაზე სულ გადაირიენ. ძალიან სასიამოვნო განცდაა, როცა გესმის შენი ფილმის ნახვის შემდეგ უცხოელები, რომ სტუმრობენ იმ ადგილებს, სადაც ფილმის გადაღებები მიმდინარეობდა.

– როგორ ფიქრობ რამ განაპირობა „დედეს“ ასეთი მოწონება?

– ვფიქრობ, ამ ფილმის ისტორია განსხვავებულად არის მოთხრობილი, რის გამოც „დედემ“ ასეთი დიდი მოწონება დაიმსახურა.გარდა ამისა, სანახაობრივად ლამაზი და ესთეტიურია. თემაც აქტუალური მგონია – ვაპროტესტედი ქალის ძალით გათხოვებას. ეს ჩემი პირველი სრულმეტრაჟიანი ფილმია და შეუძებელია ესე უნაკლოდ გადამეღო, თუმცა პირველი ფილმისთვის ძალიან დახვეწილი და უფრო სრულყოფილია.

– ელოდი ასეთ წარმატებას?

– სიმართლე გითხრათ, უფრო მეტსაც ველოდებოდი.ბევრს ვშრომობდით, 5 წელი ვიღებდით, დღე და ღამეს ვათენებდით. მინდოდა კანის კინოფესტივალზე ამეღო პრიზი, ან ოსკარზე მაინც წარდგენილიყო, თუმცა ნამდვილად მისასალმებელია, რომ 100-ზე მეტ საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებას მივაღწიეთ.

მარიამ ხაჭვანი ახლა ერთდროულად სამ ფილმზე მუშაობს. ორი დოკუმენტური ფილმის გადასაღებად ლოკაციები, ისევ სვანეთში შეირჩა. რაც შეეხება სრულმერაჟიან მხატვრულ ფილმს მოქმედებები თბილისში ვითარდება.სცენარი უკვე მზად აქვს, თუმცა უცნობია, როდის დაიწყებს ფილმის გადაღებებს.