British Fashion Awards დაჯილდოება ლონდონში გაიმართა

37

British Fashion Awards დაჯილდოების ცერემონია სამეფო ალბერტ–ჰოლში, ლონდონში გაიმართა.

წლის ბრენდი Bottega Veneta გახდა, ხოლო წლის დიზაინერის, საუკეთესო ბრიტანელი დიზაიერის და აქსესუარების დიზაინერის წოდებები მისმა ხელმძღვანელმა, დენიელ ლიმ მოიპოვა.

Urban Luxe კატეგორიის ჯილდო ბრენდმა Fenty–მ მიიღო.

წლის მოდელი ადუტ აკეჩი გახდა, ჯორჯო არმანიმ ჯილდო შეტანილი წვლილისთვის მიიღო, ხოლო ნაომი კეპმბელი პირველი ფერადკანიანი მოდელია, რომელმაც “მოდი ხატის” წოდება მიითო.