სკორსეზე: „ირლანდიელი“, სჯობს, ერთიანად ნახოს მაყურებელმა

37

მარტინ სკორსეზემ განმარტა, თუ რატომ არ გადაიღო „ირლანდიელი“ სერიალის სახით. რეჟისორის განცხადებით, მას ფილმის სერიებად ქცევა აზრადაც არ მოსვლია.

„საქმე იმაშია, რომ ფილმის იდეა ახალი დეტალების თანდათან აღმოჩენაშია, ამიტომ სჯობს მაყურებელმა ის სრულად ნახოს. სერიალი ზოგადად ძალიან კარგი რამაა, ის გვაძლევს საშუალებას პერსონაჟების განვითარება და სიუჟეტი სწორად მივაწოდოთ მაყურებელს, მაგრამ ახლა ეს შემთხვევა არ იყო“, – განაცხადა სკორსეზემ.