5 დეკემბერს გამოფენა „პოსტერებით დანახული თბილისი“ გაიმართება

64

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა გამოფენას „პოსტერებით დანახული თბილისი“ უმასპინძლებს, რომელიც 5 დეკემბერს 19:30 წუთზე გაიხსნება.

ორგანიზატორების განცხადებით, ეს არის პოსტერების სრულიად ახალი სერია, რომელიც შექმნილია თბილისისთვის დამახასიათებელი ურბანული დეტალების გამოყენებით. მათი თქმით, პროექტის მიზანია თბილისი წარმოაჩინოს, როგორც  ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ისტორიულ-კულტურული ქალაქი.

აღნიშნული პროექტის მხარდამჭერია თბილისის მერია. მათ ვისაც თბილისის პოსტერებით დანახვა სურს, 21:00 საათამდე  შეუძლიათ ეწვიონ გამოფენას.