გამოფენა „ჩარლი ჩაპლინი ავანგარდისტების თვალით“

39

საფრანგეთის ქალაქ ნანტში გამოფენა „ჩარლი ჩაპლინი ავანგარდისტების თვალით“ გაიხსნა.

„ჩარლი ჩაპლინის მონაწილეობით ყველაზე ცნობილი სცენა არის ფილმიდან „ახალი დროება“, როდესაც მას კონვეიერი იტაცებს. სწორედ ეს გადმოგვცა მხატვარმა სიუზანა დიუშამპმა“, – განაცხადა გამოფენის კურატორმა, კლერ ლებოსემ.

გამოფენის ორგანიზატორთა განცხადებით, ჩარლი ჩაპლინის მემკვიდრეობა ამჯერად მისი თანამედროვე ხელოვანების გადმოსახედიდან არის დანახული.

ექსპოზიციაში 150–ზე მეტი ნამუშევარია, ავტორთა შორის არიან, სალვადორ დალი, მარკ შაგალი, ფერნან ლეჟე, მენ რეი, ჯონ ჰარტფილდი, ალექსანდრ კოლდერი და სხვ.