ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება

45

ლევილის ისტორიულ მამულში ქართული ბიბლიოთეკა გაიხსნება. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ დირექტორი გიორგი კეკელიძე საკუთარ facebook გვერდზე ავრცელებს.

„ფრანგული ვიზიტი. ამბავი მეორე. დიდი ამბავი. დღეს ლევილს ვესტუმრეთ ჩემს მეგობარ, შესანიშნავ დესპან გოჩა ჯავახიშვილთან ერთად, დაგვხდნენ ჩვენი ძველი მეგობრები, ქალბატონი ირენ ციციშვილი, ლევილის მმართველთა საბჭოს წევრი და ქალბატონი ელისო ტარასაშვილი, ასოციაცია ქართული კერას ვიცე-პრეზიდენტი. მოლაპარაკების შედეგად ლევილის ისტორიულ მამულში ეროვნული ბიბლიოთეკა მოაწყობს ბიბლიოთეკას, რომელიც ორ ნაწილიანი იქნება – ერთი პირველი ემიგრაციის მიერ დატოვებული ფონდი და მეორე დიდი ქართული ბიბლიოთეკა“, – წერს გიორგი კეკელიძე.