პოპულარული ჯგუფი The Pussycat Dolls 10 წლიანი პაუზის შემდეგ სცენას უბრუნდება. ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.
როგორც ცნობილია, 2020 წელს ისინი ტურნეს გამართვას გეგმავენ, მანამდე კი პირველ კონცერტს ჯგუფი, შოუ X Factor Celebrity-ის ფინალში გამართავს.
„დიდი დრო გავიდა, თუმცა ახლა საუკეთესო მომენტია, შევახსენოთ მთელ მსოფლიოს, თუ რა არის The Pussycat Dolls“, – განაცხადა ნიკოლ შერზინგერმა.