„სიმფსონები“ არ დასრულდება

34

სერიალ „სიმფსონების“ კომპოზიტორის, დენი ელფმანის განცხადებით, ტელეშოუ მალე დაიხურება.

„გავიგე, რომ იხურება. დარწმუნებული არ ვარ, მაგრამ გავიგე, რომ მიმდინარე სეზონი ბოლო იქნება“, – განმარტა ელფმანმა.

პასუხად, სერიალის შოურანერმა ელ ჯინმა აღნიშნული განცხადება უარჰყო.

„ არ მინდა ბატონ ელფმანს ეწყინოს, მაგრამ ჩენ 32-ე სეზონის პროდიუსინგს ვახორციელებთ, ის შემდეგ წელს დაიწყება და დახურვას არავინ აპირებს“, – განაცხადა ჯინმა.