ანტონინ მარტო: ნადია ბაისე – Proch-Show

133

დუბაის – ნადია ბაისი მუდმივად ცვალებადი კონცეპტუალური ბენდია.  ნადია ამბობს, რომ „ეს ჩემი პასუხია იმ ინდუსტრიაში ჩართულობაზე, სადაც, ფერადკანიან ქალებს განსაკუთრებით აიძულებენ რომ ხელი მოაწერონ გარკვეულ „ჟღერადობას“ ან „იმიჯს“ იმისათვის, რომ საკუთარი თავის გასაყიდი „მე“ შექმნან.  და ეს „იმიჯი“ მაშინვე დაიღეჭოს და დისტრიბუცია გაუკეთოს მისმა პუბლიცისტმა სიტვა სიტყვით.   ნადიამ 37 ბენდზე მეტი გამოიცვალა თავის დროზე და ის კოლაბორაციაში იყო ბევრ არტისტთან სხვადასხვა როლში.  დუბაისი ოპერირებს, როგორც კონცეპტუალური ბენდი, რომელიც კულტურულ აქტივიზმშია ბლენდირებული.  ის ცდილობს, რომ პოპ მუსიკით გამოსცადოს დიასპორული მიგრაციები, ნეოლიბერალური დისტოპიები, ემოციური ინკაპასიტაციები, კონსუმერული ტექნოლოგიები, ჰიბრიდული იდენტობები, ინტერსექციონალური ფემინიზმი და ტრანსნაციონალური თემები.  დუბაისმა შექმნა მუსიკა, გამოაქვეყნა ტექსტები, ასწავლა ბევრი უორქშოპი, ჩატარებული აქვს მრავალი ლექცია, მოწყობილი აქვს გამოფენა და საერთაშორისო პერფორმანსები აქვს მოწყობილი.   მონაწილეობდა ბათუმის მშვიდობის  ფესტივალში 2014 წელს.  აბსურდული სინთზეური ქავერებიდან დაწყებული გიტარის ბალადებით გაგრძელებული ეშმაკთან პაემანზე წასვლით და მისი მოკვლით დამთავრებული ნადია ბაისეს მუსიკა ჟანრიდან ჟანრში მოგზაურობდა გაფერადებული და თმაშეღებილი ესთეტიკის წყალობით რომ მიაწოდოს მსოფლიოს ამოძახილი ინსტალაციები.  ეს ინსტალაციები ვიზუალურ ხელოვნებაშიაც გადადის ხოლმე.  

“ჩემი მთავარი ინსპირაციები რევოლუციური სულიდან მოდის ხელოვნებაში.  მაგრამ არა ბობ დილანის მამაკაცური ნაგავი. მე მომწონს ფემინისტების, ქუირების და ფერადკანიანების მუსიკა.  Sun Ra, გრეის ჯონსი, Riot Grrl, the slits, the raincoats, 1950-იანების და 1960-იანების გოგოების ჯგუფები, ისეთები როგორებისაა shangri las და  the cookies, აგრეთვე spiritual shressers და sister Rosetta Tharpe, და, რაღა თქმა უნდა, სოულის ისეთი დიდი მაესტროები როგორებიც იყვნენ ირმა თომასი და არეთა ფრანკლინი.

მე საკუთარ თავს არა მხოლოდ მილიტანტ ფემინისტად და სოციალური სამართლიანობისთვის მეომრად ვთვლი, არამედ ისეთ კრიტიკლად მოაზროვნე ადამიანად რომელიც ერთვება მსოფლიოს ქმედებაში და მას უკეთესი მომავლისაკენ ცვლის. 

მე ვთვლი რომ დრო მოვიდა ლოგიკის, ემპათიის და მსოფლიოს სტრუქტურული კრიტიკისათვის.

მე ვთვლი, რომ თანამედროვე ბურჟუა მსოფლიოს გარკვეული ნაკლოვანებები გააჩნია – და ეს ნაკლოვანებები კორუმპირებული პოლიტიკოსები, პოლიტიკები და კორპორაციები არიან – ისინი უფორ გამჭვირვალენი უნდა გახდნენ.  და ჩვენ მათ მხარს აღარ დავუჭერთ.  ამერიკაში უკვე ხუმრობა პრეზიდენტის იმპიჩმენტის ზღვარზე ვდგავართ, ინგლისში ბრექსიტის არეულობაა, და ყოველ წელს უფრო და უფრო მეტ ფაშიტურ და ნაცისტურ ჯგუფს ვხედავთ ევროკავშირში. ასეთი ექსტრემიზმი ყველა კონტინენტზე ჩანს.  დღეს ჩვენ უფრო ახლო კონტაქტში ვართ მთელს პლანეტასთან.  და უფრო და უფრო მეტი კონფლიქტია მთელს მსოფლიოში, რაც ჩვენ გვაიძულებს რომ უფრო კრიტიკულები გავხდეთ და მეტი მონაწილეობა მივიღოთ მთელს მსოფლიოში მშვიდობის დამყარებაში. 

მე ვთვლი, რომ ხელოვნებას დიდი როლი აქვს ადამიანის სულიერების აწევაში.   ხელოვნება მნიშვნელოვანია განათლებაში და თვითგამოხატვაში და რაც ყველაზე მთავარია თემის შექმნაში.  არტისტები ქმნიან თემებს და მათს ირგვლივ მყოფების ხმებს აგონებენ გარშემო მყოფებს. 

მე ვფიქრობ, რომ კორპორატიული პოლიტიკა ე.წ. კროჭობაზე მეტად ერთნაირობას და განმეორებულ ავტომატურ ქმედებებს წარმოადგენს ყოველგვარი კრიტიკული ანალიზის გარეშე.  კორპორატიული პოლიტიკა წარმოადგენს მოსაწყენ ადამიანთან ერთობას, რომლებიც ძალიან მოსაწყენნი არიან.

ბურჟუა კარიერიზმის გადალახვისას აუცილებელია შევაგინოთ მას შუა თითის ჩვენებით და ვუთხრათ, რომ მამა აღარ ჰყავს და ამის მერე დავიწყოთ ბენდის შექმნა მის ირგვლივ.  ესაა ყველაზე რეალური შანსი იმისა, რომ კორპორატიული რეალობა დავძლიოთ, რომელიც კაცობრიობას სჭამს დღეს. კორპორატიული მსოფლმხედველობა კროჭობის ტოლფასია და სწორედ ამიტომაც ვაწყობთ ჩვენ თბილისში კროჭ-შოუს, რომელიც იმის საწინადარი უნდა გახდეს რომ ახალგაზრდებმა უარი თქვან კორპორატიული კროჭობაზე.”

შოუ გაიმართება: თბილისი, 10 დეკემბერი, 2020, Hard Rock Cafe 20:00