უნგრეთი „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს

42

უნგრეთი 2020 წლის „ევროვიზიის“ კონკურსში მონაწილეობაზე უარს ამბობს. ინფორმაციას Guardian ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, უარის ერთ-ერთ ვერსიად გეიკულტურასთან კავშირი დასახელდა, თუმცა უარის მიზეზები ოფიციალურად ჯერჯერობით არ გამოცხადებულა.

Guardian წერს, რომ უნგრეთის სამთავრობო არხის კომენტატორმა „ევროვიზიას“ „ჰომოსექსუალური ფლოტილია“ უწოდა და აღნიშნა, რომ მასში მონაწილეობაზე უარის თქმა ერის სულიერ ჯანმრთელობაზე დადებითად იმოქმედებს.

ცნობისთვის, ევროვიზია 2020  ნიდერლანდებში 12, 14 და 16 მაისს გაიმართება. სოციალურ ქსელში ევროვიზია 2020-ის ლოგითი გაფორებული სხვადასხვა ნივთების ფოტოები გავრცელდა.