მადონა საზოგადოებას ბოდიშს უხდის

304

პოპ-ვარსკვლავმა მადონამ madame X-ის ფარგლებში დაგეგმილი კონცერტები, რომელიც ბოსტონში უნდა ჩატარებულიყო გააუქმა. კონცერტების გაუქმების მიზეზი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაა. 61 წლის მომღერალი ამბობს, რომ გაუსაძლისი ტკივილები აქვს და კონცერტს ვერ ჩაატარებს, რისთვისაც საზოგადოებას ბოდიშს უხდის.

„ბოდიშს გიხდით მოვლენების ასეთი განვითარებისთვის. კონცერტებს ჩემთვის დიდი სიხარული მოაქვს და მათი გაუქმება ჩემთვის სასჯელია, მაგრამ აუტანელ ტკივილს განვიცდი. იძულებული ვარ ექიმებს დავუჯერო, რომ მალე გამოვჯანმრთელდე და კონცერტებზე გამოსვლა შევძლო“, – წერს მადონა Facebook-ის გვერდზე.