„ქეთო და კოტეს“ პრემიერა კონსერვატორიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიმართება

671

ვიქტორ დოლიძის ცნობილი ოპერის ,,ქეთო და კოტეს’’ 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, პარასკევს, 29 ნოემბერს კოსნერვატორიის საოპერო კათედრის სტუდენტების მონაწილეობით სპექტაკლის პრემიერა გაიმართება.

რეჟისორის, ლელა გვარიშვილის გადაწყვეტილებით დადგმაში რამდენიმე სასიმღერო რეჩიტატივი გადაკეთებულია სალაპარაკო რეჩტატივად, ასევე, გამოყენებულია ავქსენტი ცაგარელის პიესიდან ,,ხანუმა’’ რამდენიმე გამონათქვამი და სხვადასხვა ფრაგმენტი ვახტანგ ტაბლიაშვილის ცნობილი ფილმიდან ,,ქეთო და კოტე’’.

საოპერო დადგმაში მონაწილეობენ როგორც ბაკალავრიატის, ისე მაგისტრატურის სტუდენტები.

,,ქეთო და კოტეს’’ ორი სხვადასხვა შემადგენლობა ჰყავს, შესაბამისად,  სპექტაკლი კონსერვატორიის დიდ სცენაზე ორჯერ გაიმართება, პირველად 29 ნოემბერს, ხოლო მეორედ – 1 დეკემბერს.

,,ქეთო და კოტე’’-ს პრემიერა საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის (GERA-ს) მხარდაჭერით იმართება. 

GERA - საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაცია-ს ფოტო.