All I Want for Christmas Is You სამმაგი რეკორდსმენია

197

გინესის რეკორდების წიგნის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მერაია ქერი და მისი სიმღერა „All I Want for Christmas Is You“ სამმაგი რეკორდსმენია. შესაბამის სერტიფიკატში ნათქვამია, რომ ჰიტი არის ყველაზე მაღალი პოზიციის მქონე სადღესასწაულო სოლო კომპოზიცია. ასევე 24 საათის განმავლობაში, Spotify–ზე მას ყველაზე დიდი რაოდენობის სტრიმი აღენიშნება. გარდა ამისა, საშობაო სიმღერამ ბრიტანულ ჩარტებში ყველაზე მეტხანს დაჰყო.