ჯასტინ თიმბერლეიკი შესაძლოა ჯესიკა ბილს დაშორდეს

611

მომღერალი ჯასტინ თიმბერლეიკი მსახიობ ჯესიკა ბილს ღალატობს და შესაძლოა ისინი დაშორდნენ. ინფორმაციას უცხოური ტაბლოიდები ავრცელებენ.

მათივე ცნობით, ჯასტინი და მსახიობი ალიშა ვაინვრაითი ახალი ორლეანის ერთ-ერთ ბარში ხელჩაკიდებულები დააფიქსირეს, რა დროსაც 38 წლის მომღერალს საქორწინო ბეჭედი არ ეკეთა, მაგრამ ამის შემდეგ, ჯესიკა ბილი საზოგადოებაში საქორწინო ბეჭდით გამოჩნდა და ამ ფაქტმა ჭორები გააქარწყლა.

გავრცელებულ ჭორებთან დაკავშირებით წყვილის მხრიდან ოფიციალური კომენტარი არ გაკეთებულა.

ცნობისთვის, ჯასტინ თიმბერლეიკსა და ჯესიკა ბილს ოთხი წლის შვილი ჰყავთ. მათი ოჯახი ერთ-ერთ მყარ ჰოლივუდურ წყვილად ითვლება. წყვილის ქორწილი 6, 5 მილიონი დოლარი დაჯდა.