ტეილორ სვიფტმა რეკორდი მოხსნა

390

მომღერალმა ტეილორ სვიფტმა American Music Awards-ის 29 ჯილდო აქვს მიღებული. ამ მაჩვენებლით კი მან მაიკლ ჯექსონის რეკორდი მოხსნა, რომელსაც American Music Awards-ის 24 ჯილდო ჰქონდა მოპოვებული. ინფორმაციას Dailymotion ავრცელებს.

ცნობისთვის, American Music Awards-ის 2019 წლის საუკეთესო ახალ შემსრულებელად ბილი აილიში, ხოლო საუკეთესო დუეტად შონ მენდესისა და კამილა კაბელიოს სიმღერა Señorita დაასახელეს.