American Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

111

American Music Awards-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. წლის საუკეთესო შემსრულებელი ტეილორ სვიფტი გახდა. ინფორმაციას გამოცემა Hollywood Reporter ავრცელებს.

საუკეთესო ახალ შემსრულებელად ბილი აილიში, ხოლო საუკეთესო დუეტად შონ მენდესისა და კამილა კაბელიოს სიმღერა Señorita დაასახელეს.

American Music Awards-მა, რომელიც ლოს-ანჯელესის Microsoft Theatre-ში ჩატარდა, გამარჯვებულები კიდევ, რამდენიმე ნომინაციაში გამოავლინა: 2019 წლის საუკეთესო ტურნესთვის ჯილდო კორეულ კეი-პოპ ჯგუფ BTS-ს ერგო, ხოლო ფილმის საუკეთესო საუნდტრეკად ფილმის „ბოჰემური რაფსოდია“ მუსიკალური გაფორმება დასახელდა.