მოცარტის ხელნაწერი პარტიტურები აუქციონზე გაიყიდა ავტორი მაო ჩუბინიშვილი - 23 ნოემბერი, 2019 955 ვოლფანგ ამადეუს მოცარტის მიერ 16 წლის ასაკში დაწერილი ორი მინუეტის პარტიტურები Sotheby’s აუქციონზე, პარიზი 413 ათას დოლარად გაიყიდა. თანხამ თითქმის ორჯერ გადააჭარბა სასტარტო ფასს. 1772 წლის ხელნაწერები შტეფან ცვაიგის პირადი კოლექციის ნაწილი იყო.