ბრიტანელმა მომღერალმა რობი უილიამსმა საშობაო სიმღერაზე Santa Baby მუსიკალური ვიდეო გადაიღო. გერმანელ მუსიკოს, ჰელენა ფიშერთან ერთად გადაღებული კლიპი YouTube-ზე გავრცელდა.
როგორც მუსიკალურ ვიდეოში ჩანს, შემსრულებლები სტუდიაში იმყოფებიან, რაც მაყურებელს საშუალებას აძლევს იხილოს, როგორ ხდება პროფესიონალურ დონეზე ხმის ჩაწერა.