თბილისის საკონცერტო დარბაზში „ერისიონის“ გრანდიოზული კონცერტი გაიმართება

55

28 ნოემბერს, 20:00 საათზე, თბილისის საკონცერტო დარბაზში ანსამბლ „ერისიონის“ გრანდიოზული შოუ-პროგრამა გაიმართება.

ეს არის ორსაათიანი პროგრამა, რომელიც ახლახანს ჩინეთში 600-მა მილიონმა მაყურებელმა იხილა.

პროგრამაში წარმოდგენილი იქნება, რამდენიმე ახალი ქორეოგრაფიული და მუსიკალური დადგმები, რომლებიც ანსამბლის ხელმძღვანელებს, ბატონ შერმადინ ჭკუასელსა და ქალბატონ ეკა ჭკუასელს ეკუთვნის.