ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დასახელდა

901

გამოცემამ Entertainment Weekly ბოლო 10 წლის განმავლობაში ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერები დაასახელა. რეიტინგის სათავეშია სიმღერა „Shallow” ბრედლი კუპერის და ლედი გაგას შესრულებით, ფილმიდან „ვარსკვლავი დაიბადა“.

ფილმებისთვის დაწერილი საუკეთესო სიმღერების ათეული ასეთია:

1. „Shallow” – ბრედლი კუპერის და ლედი გაგას შესრულებით, ფილმიდან „ვარსკვლავი დაიბადა“ (2018);

2. „Let It Go” – იდინა მენზელის შესრულებით, მულტფილმიდან „გაყინული“ (2013);

3. „Never Enough“ ლორენ ოლრედის შესრულებით, ფილმიდან „დიდებული შოუმენი“ (2017);

4. „Happy“- ფარელ უუილიამსის შესრულებით, მულტფილმიდან „საზიზღარი მე“ (2013);

5. „Everything Is Awesome” – Tegan-ის, სარას და The Lonely Island-ის შესრულებით მულტფილმიდან „ლეგო. ფილმი“ (2014);

6. „See You Again” -Wiz Khalifa-ს და ჩარლი პუთის შესრულებით ფილმიდან „ფორსაჟი 7“ (2015);

7. „Remember Me“ -ენტონი გონსალეზის და ანა ოფელია მურგუიას შესრულებით მულტფილმიდან „კოკო“ (2017);

8. „Young and Beautiful” -ლანა დელ რეის შესრულებით ფილმიდან „დიდი გეტსბი“ (2013);

9. „Cups (When I’m Gone)” – ანა კენდრიკის შესრულებით ფილმიდან „იდეალური ხმა“ (2012);

10. „Private Property”Noni-ს და Kid Culprit-ის შესრულებით ფილმიდან „სცენის მიღმა“ (2014).