საბავშვო ევროვიზია 2019 ოფიციალურად გაიხსნა

357

საბავშვო ევროვიზია 2019, რომელსაც წელს პოლონეთი მასპინძლობს ოფიციალურად გაიხსნა. წითელ ხალიჩაზე 19 ქვეყნის წარმომადგენელმა გაირა, მათ შორის გიორგი როსტიაშვილი იყო, რომელიც წელს ევროფესტივალზე საქართველოს წარადგენს. ის პროექტ „რანინას“ მეორე სეზონის გამარჯვებულია.

გიორგი მაყურებლის წინაშე 24 ნოემბერს იმღერებს. საკონკურსო დღეს ის დავით ევგენიძის სიმღერას შეასრულებს.

ცნობისთვის, ხმის მიცემა 22 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულდება. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანას შეუძლია მხარი დაუჭიროს საკუთარ წარმომადგენელს.