გამოფენა „დედა-შვილის ფერები“ 18 ნოემბერს გაიხსნება

61

18 ნოემბერს, 19:00 საათზე 9 წლის ლაშა ლაბაძისა და მისი დედის – თაკო მეგრელიძის ერთობლივი გამოფენა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საგამოფენო დარბაზში გაიმართება.

ორგანიზატორების ინფორმაციით, ლაშამ ხატვა 3 წლის ასაკში დაიწყო. შვილის ფანტაზია და ფერის სიყვარული თაკოსთვის, რომელიც დიზაინერია, სტიმული გახდა ხატვა დაეწყო.

დედა-შვილი არაერთ საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვას აწყობს. ტრადიციად აქციეს შემოსული თანხით ყოველწლიურად სოფელ გამარჯვებაში მცხოვრებ შვიდშვილიან ოჯახს დაეხმარონ. ეს გამოფენაც საქველმოქმედოა, – ,,დაბადების დღე აქვს ერთ-ერთ ბავშვს 17 დეკემბერს და გვინდა გავახაროთ“, – ამბობს თაკო.

გამოფენაზე აგრეთვე წარმოდგენილი იქნება თაკო მეგრელიძის მიერ შექმნილი სამკაულები, ნაქსოვი აქსესუარები და საახალწლო დეკორი.

გამოფენა 22 ნოემბრამდე გაგრძელდება.