საბავშვო ევროვიზიის ყველა მონაწილე უკვე პოლონეთშია

125

2019 წლის საბავშვო ევროფესტივალის ყველა მონაწილე პოლონეთში იმყოფება. სამშაბათიდან ისინი, პირველ რეპეტიციას გაივლიან. ინფორმაცია facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა.

ცნობილია, რომ საბავშვო ევროვიზიაზე საქართველოს პროექტ „რანინას“ გამარჯვებული გიორგი როსტიაშვილი წარადგენს. ჯერჯერობით უცნობია, მერამდენე ნომრით წარსდგება ქართველი კონკურსანტი მაყურებლის შინაშე.

ხმის მიცემა 22 ნოემბერს დაიწყება და 24 ნოემბერს დასრულედება. აღსანიშნავია, რომ ყველა ქვეყანას საშუალება ექნება, მხარი დაუჭიროს საკუთარი ქვეყნის წარმომადგენელს.

ევროფესტივალი 24 ნოემებრს, 19:00 საათზე დაიწყება.