„ფორსაჟი 9“-ის რეჟისორი საქართველოს მადლობას უხდის

60

„ფორსაჟი 9“-ის რეჟისორის ინფორმაციით ფილმის გადაღებები ოფიციალურად დასრულდა. მან ამის შესახებ Twitter-ზე დაწერა და აქვე მადლობა გადაუხადა ყველა ქალაქსა და ქვეყანას, სადაც გადაღებები მიმდინარეობდა. მათ შორის იყო თბილისიც.

ცნობისთვის, საქართველოში ჰოლივუდური ფილმის „ფორსაჟი 9“  გადაღებები 19 აგვისტოს დაიწყო და 20 სექტემბერს დასრულდა.

„ფორსაჟი 9“ -ის პრემიერა 2020 წლის 22 მაისს იგეგმება.