რობი უილიამსი 13 წელია ტელეფონს აღარ იყენებს

137

რობი უილიმსმა განაცხადა, რომ მობილურ ტელეფონზე უარი 2006 წელს თქვა.

„კომპიუტერი და ინტერნეტი მუდამ ხელთ მაქვს. ტელეფონს კი აღარ ვიყენებ, იმიტომ რომ არ მომწონს. რაც შეეხება სოციალურ ქსელს, მისი პაროლები არ ვიცი. რომ მცოდნოდა ჩემი კარიერა დიდი ხნის წინ დასრულდებოდა“, – აცხადებს მომღერალი.

აღსანიშნავია, რომ ასევე მობილური ტელეფონების გარეშე ცხოვრობენ: ელტონ ჯონი, შეილინ ვუდლი და ვერნერ ჰერცოგი.