ახალგაზრდა საქსოფონისტთა საერთაშორისო კონკურსზე იაპონელმა გაიმარჯვა

522

იანპონელმა კენტა საიტომ, ბელგიის ქალაქ დინანში გამართულ საქსოფონისტთა საერთაშორისო კონკურსის გრან–პრი მოიპოვა.

27 წლის საიტო ტოკიოს ხელოვნების უნივერსიტეტში სწავლობდა. ის მეორე იაპონელია, რომელმაც პრესტიჟულ კონკურსში გაიმარჯვა.

მეორე ადგილი პარიზის ეროვნული კონსერვატორიის სტუდენტმა, რუი ოზავამ დაიკავა, ხოლო მესამე საპატიო ადგილი ფრანგ სანდრო კომპანიონს ერგო წილად.