„ჰიმნი ქუთაისს“ ნინო სურგულაძემ პირველად იმღერა

365

ნინო სურგულაძის საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდმა “ნატვრის ხე“ მძიმედ დაავადებული ბავშვების სიცოცხლის გადასარჩენად, მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ერთად, გრანდიოზულ კონცერტი გამართა.

ღონისძიებიდან შემოსული თანხით იმერეთის რეგიონში მძიმედ დაავადებულ ბავშვებს დაეხმარნენ, რომლებსაც საზღვარგარეთ გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ესაჭიროებათ.

გალა-კონცერტზე ნინო სურგულაძემ „ჰიმნი ქუთაისს“ პირველად იმღერა. საქველმოქმედო ღონისძიება ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიულ სახელმწიფო დრამტულ თეატრში გაიმართა.