ყველაზე ხშირად დაკრძალვისას „Stairway to Heaven“–ს უსმენენ

400

დიდი ბრიტანეთის სარიტუალო ბიურომ Co-op Funeralcare იმ სიმღერების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც დაკრძალვის დროს ყველაზე ხშირად უსმენენ. „Funeral Music Chart“–ის პირველ ადგილზე Led Zeppelin-ის ლეგენდარული „Stairway to Heaven“ მოხვდა. მეორე ადგილს მიტ ლოფი იკავებს, სიმღერით „I Would Do Anything For Love“, ხოლო მესამე ადგილზეა Aerosmith–ის „I Don’t Want to Miss a Thing”.

ასევე პირველ ათეულში მოხვდა ჯგუფ Queen-ის სიმღერები: „Who Wants To Live Forever“, „Show Must Go On“, „Another One Bites The Dust“ და „Bohemian Rhapsody“, Pink Floyd-ის „Wish You Were Here“, AC/DC–ის „Highway to Hell“ და Guns N’Roses–ის „Knockin On Heavens Door“.