პლასიდო დომინგო ტოკიოში კონცერტს არ გამართავს

30

პლასიდო დომინგომ ტოკიოში, ოლიმპიური თამაშების წინ კონცერთში მონაწილეობაზე უარი განაცხადა. მიზეზი ჯერ-ჯერობით უცნობია, თუმცა ტენორმა უკვე ამცნო თავისი გადაწყვეტილება იაპონიის მხარეს.

დომინგოს გარშემო ატეხილი სკანდალი უკვე სამი თვეა გრძელდება. აღსანიშნავია, რომ ტენორს სექსუალურ ძალადობაში ცხრა ქალი ადანაშაულებს. მომჩივანთა განცხადებით, ფაქტები 80-იან წლებშ მოხდა.