ანიმაციური ფილმის „სული“ ტრეილერი გამოქვეყნდა

38

Pixar-მა ანიმაციური ფილმის „სული“ პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ფილმი მუსიკის მასწავლებლის ჯო გარდნერის ისტორიას მოგვითხრობს.

რეჟისორ პიტ დოქტერის ფილმში მთავარი გმირი ჯაზის მუსიკოსობაზე ოცნებობს, თუმცა სიუჟეტის მიხედვით ის მოულოდნელად იღუპება. მუსიკოსის სული კი ხვდება სამყაროში, რომელსაც „შენი სემინარი“ ჰქვია. ამ სამყაროში გარდნერი საკუთარ თავში ახალ ინტერესესს აღმოაჩენს.

ფილმში „სული“ როლები თინა ფეიმ და ჯეიმი ფოქსმა გაახმოვანეს.