ლედი გაგამ კონცერტი სცენაზე გასვლამდე 20 წუთით ადრე გააუქმა

33

ლედი გაგამ შოუ Enigma ლას–ვეგასში, სცენაზე გასვლამდე 20 წუთით ადრე, ბრონქიტისა და სინუსიტის გამო გააუქმა.

„სინუსიტი და ბრონქიტი მაქვს, ძალიან ცუდად ვარ. არ მინდა თქვენთვის იმედი გამეცრუვებინა. მაგრამ ავად და იმდენად სუსტად ვარ, რომ სცენაზე ვერ გავალ. მიყვარხართ და ყველაფერს ავანაზღაურებ, გპირდებით“, – წერს მომღერალი Instagram-ში.