ელისაბედ მეორემ ნატურალური ბეწვისაგან დამზადებულ ტანსაცმელზე უარი თქვა

37
Queen Elizabeth II during a garden party at Buckingham Palace in London, Britain, May 31, 2018. Yui Mok/Pool via REUTERS

დედოფალმა ელისაბედ მეორემ ნატურალური ბეწვისაგან დამზადებულ ტანსაცმელსა და აქსესუარებზე უარი თქვა.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დედოფალი ნატურალურ ბეწვზე უარს ამბობდა მისმა პირადმა დიზაინერმა ანჯელა კელიმ თავის წიგნში დაწერა. უკვე დღეს კი ინფორმაცია ბაკინგემის სასახლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმაც დაადასტურა და დაამატა, რომ ახალი ტანსაცმლის შეკერვის დროს, აუცილებლობის შემთხვევაში მხოლოდ ხელოვნურ ბეწვს გამოიყენებენ.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ დედოფალი მაინც გააგრძელებს იმ ბეწვის პროდუქციის მომხმარებას, რომელიც ცერემონიალური მიზნებისთვის შეიქმნა, ესენია სარიტუალო ქუდები და მანტიები.