დანტე სპინოტის ფილმში ქართველი მსახიობი მთავარ როლშია

35

დანტე სპინოტის ფილმის „ახლა ყველაფერია“ (Now is everything) ტრეილერი გამოვიდა.

ფილმში სადაც ენტონი ჰოპკინსი, ალენ დელონის შვილიშვილი და სტინგის შვილები მონაწილეობენ, ერთ-ერთ მთავარ როლს ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე ასრულებს. მან ფილმში ახალგაზრდა ფოტოგრაფის როლი მოირგო.

ირაკლი ფილმის რეჯისორს ქართველმა მხატვარმა ლაშა  ზამბახიძემ გააცნო.

ცნობისთვის, 2018 წლის თებერვალში რეზო გიგინეიშვილის ფილმში „მძევლები“ შესრულებული როლისთვის ირაკლი კვირიკაძეს ბერლინის საერთაშორისო კინოფესტივალიზე ამომავალი ვარსკვლავის ჯილდო გადასცეს.