როდენის მუზეუმი ბარბარა ჰეპუორტის გამოფენას მასპინძლობს

530

პარიზის როდენის მუზეუმი ლონდონის ტეიტის გალერეასთან ერთად ბარბარა ჰეპუორტის პერსონალურ გამოფენას უმასპინძლებს. ბრიტანული აბსტრაქტული ქანდაკების გენიოსი პიკასოს, კანდინსკის და ნაუმ გაბოს თაობის წარმომადგენელია.

„ბარბარა ჰეპუორტი სავარუდოდ, მეოცე საუკუნის ერთ–ერთი წამყვანი ბრიტანელი სკულპტორია. ეს ჰენრი მურის თაობაა. მისი ნამუშევრები გავლენითა და პოპულარობით არაფრით ჩარმორჩება მურს“, – აცხადებს გამოფენის კურატორი, სარა მეთსონი.

„მისი ხელოვნება პოეზიითაა სავსე. ის იყენებდა ხეს, სიმებს და ფერწერას. გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ქანდაკებები ცოცხალია. მისი პოეტურობა განასხვავებს მას სხვებისგან“, – განაცხადა მუზეუმის დირექტორმა, კატრინ შევიიომ.