“ევრაზიადოკ-საქართველო” 2019-ის შედეგები ცნობილია

81

„ევრაზიადოკ-საქართველოს” 2019 წლის გამოშვებისთვის პროექტების შერჩევა დასრულდა. წარმოდგენილი ქართული პროექტებიდან, ფრანგული ორგანიზაციის Docmonde-ს მიერ შეირჩა 5 დოკუმენტური ფილმის პროექტი, რომლებიც სცენარის განვითარების რეზიდენციაში მიიღებენ მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცნეტრი ავრცელებს.

„ევრაზიადოკისა” და დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალის „CineDoc-Tbilisi“-ის პარტნიორობის ფარგლებში, რეზიდენციის მეექვსე მონაწილე ინდუსტრიული პროგრამის – „New Talents Caucasus“-ის წარმომადგენელია.

„ევრაზიადოკ-საქართველო” 2019-ის მონაწილე პროექტებია:

1. მაკა გოგალაძე „რაც თავი მახსოვს“

2. მარიამ ხაჭვანი „Money in Heaven“

3. თამარ გოლავა „პატივი უკანასკნელ გზაზე“

4. თიკო ნადირაშვილი „დროის მანქანა“

5. ბუკა ღვაბერიძე და ანდრო ჭიჭინაძე „ჰომო საკერი“

6. ელენე მიქაბერიძე „ოცნება კადილაკზე” (New Talents Caucasus)

“ევრაზიადოკის” სცენარის განვითარების რეზიდენცია მოეწყობა ქალაქ თელავში 3 ივნისიდან 13 ივნისის ჩათვლით. პროექტს გაუძღვებიან ფრანგი რეჟისორი და პროდიუსერი ვლადიმირ ლეონი და ქართველი დოკუმენტალისტი მარიამ ჭაჭია.

„ევრაზიადოკი” 2011 წელს დაარსდა ფრანგული ასოციაციის Docmonde ინიციატივით. პროექტის მიზანია ხელი შეუწყოს დოკუმენტალისტებს იდეის განვითარებაში, სცენარის წერასა და შემდგომ, განვითარებული პროექტების ევროპელი პროდიუსერებისა და ტელევიზიებისთვის წარდგენაში.

პროექტი ყოველწლიურად ხორციელდება საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით. „ევრაზიადოკის” პარტნიორებს კი წელს დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი „CineDOC-Tbilisi“ და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი შემოუერთდნენ.