ოზი ოზბორნმა ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა

452

ლეგენდარულმა მუსიკოსმა ოზი ოზბორნმა, ახალ ალბომზე მუშაობა დაასრულა. ალბომი, რომელიც ბოლო 10 წლის განმავლობაში მუსიკოსის პირველი სოლო ნამუშევარია, 2020 წლის იანვარში გამოვა. ამის შესახებ Ultimate Classic Rock წერს.

ალბომის გამოცემასთან დაკავშირებით შესაბამისი განცხადება, ოზის ცოლმა და მენეჯერმა შერონ ოზბორნა გააკეთა. მისი თქმით, ჯგუფ Black Sabbath-ის ლიდერმა ალბომზე მუშაობა უკვე დაასრულა.

ცნობისთვის, ოზბორნის ბოლო სოლო ალბომი „Scream“ 2010 წელს გამოვიდა.