ფილმები, რომლებიც ქალებმა მარტომ უნდა ნახონ

1570

თუ გსურთ გართობა და ცხოვრებისეული გამოცდილების მიღება, მაშინ აუცილებლად უნდა ნახოთ ქვემოთ ჩამოთვლილი ფილმები. ჩვენ გთავაზობთ 8 ფილმს, რომელიც ყველა ქალმა მარტომ უნდა ნახოს. გაითვალისწინეთ, რომ ეს ფილმები მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღებაშიც დაგეხმარებათ.

რა სურთ ქალებს (2000)

რა სურთ ქალებს

ნარცისი ნიკ მარშალი უბედური შემთხვევის შემდეგ უჩვეულო უნარს იძენს – გაიგოს, რაზე ფიქრობენ ქალები. ეს მას ძალიან დიდ უპირატესობას აძლევს როგორც სიყვარულში, ისე კარიერაში. ქალების ფსიქოლოგიის უკეთ გაგება თავის თავზე შეყვარებულ მარშალს სხვანაირს ხდის…

მონსტრი დედამთილი (2005)

მონსტრი დედამთილი

წლების მოლოდინის შემდეგ, ჭკვიანი და ლამაზი ჩარლი, ბოლოს და ბოლოს, თავისი ოცნების მამაკაცს ხვდება, რომელსაც ის თავდავიწყებით უყვარდება და დაქორწინებას სთავაზობს. თუმცა, მალევე ქალი აღმოაჩენს, რომ საქმროს დედა ყველა ღონეს ხმარობს მათი ქორწინების ჩასაშლელად.

მოჩვენება (1990)

მოჩვენება

მკვლელობის შემდეგ მოჩვენებად ქცეული ახალგაზრდა კაცი იგებს, რომ მისი მკვლელობა სულაც არ ყოფილა შემთხვევითი და ექსტრასენსის მეშვეობით ცდილობს საყვარელი ქალის გაფრთხილებას, რათა ის საფრთხისგან დაიცვას.

სახიფათო თამაშები (1999)

სახიფათო თამაშები

ქეთრინი და სებასტიანი მდიდარი, განებივრებული თინეიჯერები არიან, რომლებიც ყოველთვის ყველაფერს იღებენ, რაც სურთ. ცხოვრების ჩვეული ინტრიგებით დაღლილები, ისინი სახიფათო თამაშს წამოიწყებენ, რომლის სამიზნეც სკოლის ახალი დირექტორის ქალიშვილია.

შეყვარებულის გარეშე (2016)

შეყვარებულის გარეშე

ელისი ხანგრძლივ ურთიერთობას წყვეტს და ახალ, აქტიურ სოციალურ ცხოვრებას იწყებს – ახალი მეგობრებით, წვეულებებით, გართობით. მაგრამ არის კი ეს ყველაფერი საკმარისი მისი სიცარიელის შესავსებად?

კიდევ ერთი გოგო ბოლეინის გვარიდან (2008)

ბოლეინები

სასიყვარულო სამკუთხედი. დები ბოლეინები მეფე ჰენრი მე-8-ს სიყვარულისთვის იბრძვიან. მოგვიანებით, ორივე მათგანი აღმოჩნდება მის ლოგინში, თუმცა, გზა სამეფო ტახტისკენ მხოლოდ ერთისთვისაა განკუთვნილი…

ძვირფასი ჯონი (2010)

ძვირფასი ჯონი

ერთმანეთზე უგონოდ შეყვარებულ წყვილს განშორება უწევს – ჯონი არმიას უერთდება. ახლა მათ თავიანთი გრძნობების გამოსახატად ერთადერთი გზა აქვთ – წერილები. თუმცა, დრო და მანძილი მათ სიყვარულს გამოცდას უწყობს…

გაიცანით ჯო ბლექი (1998)

გაიცანით ჯო ბლექი

როდესაც უილიამ ფერიშს სიკვდილი მოაკითხავს, მოულოდნელად გამოჩნდება ახალგაზრდა, უცნაური კაცი – ჯო ბლექი, რომელსაც ფერიშის ქალიშვილი შეუყვარდება. მაგრამ უილიამის სიკვდილთან ერთად, სიკვდილიც უნდა გაქრეს…

გოგონა (2012)

გოგონა

ფილმი ასახავს ალფრედ ჰიჩკოკის ობსესიურ დამოკიდებულებას მსახიობისა და მოდელის, ტიპი ჰედრენისადმი, რომელმაც მის ფილმში – ჩიტები ითამაშა.

როგორ მოვიშოროთ თაყვანისმცემელი 10 დღეში (2003)

თაყვანისმცემელი