ტეილორ სვიფტმა და ენდრიუ ლოიდ ვებერმა მიუზიკლ “კატების” ეკრანიზაციისთვის სიმღერა ჩაწერეს. გავრცელებული ინფორმაციით კომპოზიციას “Beautiful Ghosts” ტეილორის ნაცვლად ფრანჩესკა ჰეივორდი შეასრულებს. თუმცა ტეილორ სვიფტმა სტუდიური ვარიანტი უკვე ჩაწერა და ფინალური ტიტრების დროს სწორედ ის გაიჟღერებს.